„ნაციონალური მოძრაობა“ გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ჭკუა ეკეტებოდა - ნიკა მელია

ნიკა მელია

„თუ ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ვეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სასამართლო იყო დამოუკიდებელი, ამ ადამიანებს, ვერასოდეს გავიხდით მოკავშირედ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, გიჟდებოდა, ჭკუა ეკეტებოდა“.

ამის შესახებ ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია საუბრობს.

„მინდა გაიგოს ყველა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებული „ნაციონალური მოძრაობაა” და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს.

მისი თქმით, „დღეს რომ ვერ ვეღირსეთ პროპორციულ სისტემას, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” პირველი მოსმენით უყარა კენჭი ამ სისტემას, მაგრამ მეორეჯერ აღარ, რატომ იცით? იმიტომ რომ თქვეს, ოპოზიციამ არ მოგვიგოსო. ამაზე ლაპარაკი  არის გულწრფელი დამოკიდებულება“, - ამბობს მელია.