პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას გამოეხმაურა.
„ჩემთვის თავისუფლება არის შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესი სახელმწიფო. როდესაც ამას გართმევს ოლიგარქი, დაგცინის, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც, ევროპელებიც და ამერიკელებიც, თქვენ ყველანი იტყუებით და ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი, ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა და დააფასეთ, როდესაც ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება, ამით უნდათ, ფონს გავიდნენ, ეს არ გაუვათ.
არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი. თუ გრძნობ ამ ყველაფერს, გამოხვალ 20-ში, სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა მელიამ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.