"ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა წარმოუდგენელია - ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფართო კონსენსუსი სჭირდება,  "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. 

"ტექნიკურად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმდენი მანდატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს, შესაბამისად, ამას სჭირდება კონსენსუსი და როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსი "ნაციონალურ მოძრაობასთან", როცა პირდაპირ გვესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის თუ საფარქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ არის ხელისუფლებაში, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ მათთან საუბარი პრაგმატულ ნაბიჯებზე, ქვეყნის ინტერესებზე?

"ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომლის დღის წესრიგი არის მხოლოდ რევანშისტულად მოსვლა ხელისუფლებაში და გაგრძელება დაწყებული საქმის, რაც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, მოქალაქეების წამებას, სიცოცხლის მოსპობას, ბიზნესის დარეკეტებას და ა.შ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ არც ქვეყნის განვითარებასთან, არც დემოკრატიულ პრინციპებთან და ბუნებრივია, მათთან რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.