„+31 +33 გრადუსი… ერთ დღეში ზაფხულის სიცხე დაფიქსირდება“ - მეტეოროლოგის პროგნოზი
1747423909
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდნენ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საფინანსო სექტორსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართულ საბანკო სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და გამჭვირვალეა რეგიონში, მიმზიდველია ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„საფინანსო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი საფინანსო სისტემისთვის უკვე 566 მილიონი დოლარი აქვს მიწოდებული. ჩვენი ბანკები არიან მიმზიდველნი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი სექტორი, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, EBRD-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყოველმხრივ გამართლებულია და ველით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი, თურქეთისა და კავკასიის მიმართულებით ელიზაბეტა ფალჩეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, საქართველო) ჯგუფის დირექტორი ტამას ვოჟნიტი.