„სიტყვებით არ აიხსნება ეს ემოცია, რასაც ახლა ვგრძნობ...“ - რას წერს ავთო აბესლამიძე
1758823500
ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.
„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კონსულტაციები, თქვენთან მუშაობა, თქვენთან თანამშრომლობა. დღევანდელი დღეც გვაძლევს ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას და მომავლისთვისაც ვართ სრულიად ღია თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის, თქვენი რჩევების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის მზაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.