პრეზიდენტი: თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საკითხს აყენებენ პირველ ადგილზე, მაგრამ პირდაპირი დირექტივებით იმართებიან. მე ძალიან გული მტკივა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამ სიცრუეში არიან ჩართული

პრეზიდენტი

თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საკითხს აყენებენ პირველ ადგილზე, მაგრამ პირდაპირი დირექტივებით იმართებიან. ეს ადამიანები არიან ჩართული იმისთვის, რომ არაფრისდიდებით არ განვითარდეს ჯანსაღი პროცესები ჩვენსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ში ჟურნალისტებთან იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებისაც მისივე თქმით, მმართველი გუნდი უსამშობლოებს უწოდებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო სწორ გზაზე დგას და ამ აზრს იზიარებს გაეროს გენერალური მდივანიც.

„მე ძალიან გული მტკივა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამ სიცრუეში არიან ჩართული. პირდაპირ ჩანს ქვეყნები როგორ მოქმედებენ. თითქოს თავისუფლებისა და ღირსების საკითხს აყენებენ პირველ ადგილზე, მაგრამ პირდაპირი დირექტივებით იმართებიან. ეს ადამიანები არიან ჩართული იმისთვის, რომ არაფრისდიდებით არ განვითარდეს ჯანსაღი პროცესები ჩვენსა და აშშ-ს შორის. ჩვენ ძალიან მყარად ვართ, არავის ვეკიდებით კალთაზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს სწორ გზაზე ვდგავართ. რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ, ეს ხელის გულზე დევს - ჩვენი ეროვნული ინტერესი, მშვიდობა, ეკონომიკა. ეს სამი პოსტულატია დღეს მოთხოვნა ყველა ქვეყნისთვის, ამაზეა აქცენტი გაკეთებული და ამას ვერ ახერხებენ ის ქვეყნები, რომლებიც სხვისგან იმართებიან. ბატონმა გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, რომ ეს გზა - მოთმენა, მშვიდობის დაცვა, სტაბილურობა და ეკონომიკის [გაძლიერება] მიგვიყვანს გაერთიანებამდე და ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.