გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
"ნამეტანი მოსდის არახამიას, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც გარკვეული პატივისცემისა და იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასა და ზოგადად, მის მოქალაქეებს არ უნდა ჩაეძიო ნათქვამში, ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები, უკვე საზღვრებს სცილდება ნამდვილად“, - აღნიშნა სერგეენკომ.
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, რუსი ხალხი და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ.