Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აბსურდულსა და ტყუილს უწოდებს მისი მისამართით სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს.
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ნამდვილად დაემუქრა თუ არა გოგაშვილს, რაზეც შს მინისტრმა აღნიშნა: "ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე მიცნობს, ოჯახი ჩემთვის და არამარტო ჩემი ოჯახი, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ასე შემდეგ დავმუქრებოდი. ეს ვერ მოხდებოდა, ეს არის სრული აბსურდი."
მისივე თქმით, სოსო გოგაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები აბსურდულია.
"თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, ბოლოს გახდა მოადგილე ჩემი. თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით და ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს და ა.შ. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, არაერთხელ დამიცვია მე ის გუნდისგან.
„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი. ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა. ქალბატონ მედიკოს შევხვდი, ქალბატონმა მედიკომაც დაადასტურა, ითხოვა თვითონ შეხვედრა, ადვოკატთან შევხვდით სამსახურში რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, მას ბევრი კითხვები ჰქონდა. ავუხსენი მაქსიმალურად რაც შემეძლო, რაც მოხდა, დაახლოებით ეგ თემა, ვისაუბრეთ და დავშორდით.
აბსურდია ყველაფერი. ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, მე ველოდები, გამოიტანოს. მზად ვარ რა თქმა უნდა, თუ კითხვები ექნება პასუხი გავცე გამოძიებას," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.