მურუსიძე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო და ორიენტირებული იყო ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე.

„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყოო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.