პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო. ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.