გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს, სააკაშვილი პატიმარია, კეთილი ინებოს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

"სპეკულაციები - გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს, სააკაშვილი პატიმარია, კეთილი ინებოს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავი, ყველამ ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, ვაჟბატონ მელიას, პატიმარ სააკაშვილს და ყველას.

ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები - გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია, კეთილი ინებოს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე არის სრული სპეკულაცია, ეს ყველაფერი არის არაადეკვატური, უსაფუძვლო და ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე, შენებაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.