თქვენ შეგიძლიათ, ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

irakli garibashvili

"თქვენ შეგიძლიათ, ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე", - ასე მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის, მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.