დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„დამისახელოს ვინმემ, ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი კი არა, მთლიანად ოპოზიცია რომ შევყაროთ, რა გაუკეთებიათ იმისდამაგვარი, ერთი საქციელი თუნდაც, რაც გააკეთა დიდმა ქველმოქმედმა, ბიძინა ივანიშვილმა", - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ნანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
როგორც მსახიობი ამბობს, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულს ვერაფერს ხედავს.
„ათეულობით თეატრი აუღორძინებია, გაუკეთებია, შეუქმნია, აღუდგენია მისი ქველმოქმედებით, თორემ ისინი არ იარსებებდნენ. ამიტომ ვცემ ბატონ ბიძინას პატივს, ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ მას უყვარს მისი ქვეყანა, საქართველო. მას უჭირავს ჯადოსნური ჯოხი და ამ ჯოხით ბევრ რამეს აკეთებს“, - განაცხადა ნანა ფაჩუაშვილმა.