მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ტყუილის პროპაგანდას ახდენთ ბატონო შალვა მაშინ, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე - ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო კომიტეტებში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობისას, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა, მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი როლი ითამაშოს.
"ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ტყუილის პროპაგანდას ახდენთ ბატონო შალვა მაშინ, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ერთმევათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. რეალური გავლენა და არ არსებობს მკვეთრი გავლენა და აქედან გამომდინარე ხელისუფლება სუბიექტურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. დღევანდელ მოცემულობაში არის დიდი რისკი საარჩევნო პროცესში გარე და უხეში ჩარევების, რომელსაც შენ საქართველოდან ვერ უზრუნველყოფ ამის რისკის პრევენციას უცხოეთის ქვეყნებში. მთავარი, ეს ყველაფერი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული, რამეთუ საკუთარი სამშობლოს მომავალი 4 წლის ბედ-იღბალს წყვეტს ის ადამიანი, ის ერთი ადამიანიც კი, რომელიც მიდის საარჩევნო ურნასთან. ამიტომ, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, 4 წელიწადში ერთხელ საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის გარკვეულმა ინსპირაციამ, რომელიც კანონმა შექმნა, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი როლი ითამაშოს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.