სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, ჩეხეთში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ჩეხეთი

სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, ჩეხეთში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა პრაღიდან 130 კილომეტრში მოხდა. კატასტროფის შემდეგ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე 7 სამაშველო ჯგუფი და 1 ვერტმფრენი გადაისროლა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ავარია ადამიანურმა შეცდომამ, ტექნიკური გაუმართაობამ თუ სისტემურმა ხარვეზმა გამოიწვია.