1728312638
მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ - ანრი ოხანაშვილი
უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მთელი ქვეყანა შეგვძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.
დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“,- წერს ოხანაშვილი.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888