მთავრობის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ დარჩენას 2 წელი შეძლებენ

უკრაინა

უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა.

24 თებერვლის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ცვლილებები დადგენილებაში, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა. ამავე დადგენილების ცვლილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.