ნახეთ ქუჩები, სადაც წყალი 14 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1781723024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს დაესწრო.
დღევანდელი თამაშით საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს პირადად მიულოცა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
პრემიერთან ერთად საკალათბურთო მატჩს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.