მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - პრემიერი მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრს წარადგენს

ფსიქიკური ჯანმრთელობა

,,კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრს წარადგენს.

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები იცვლებიან.

ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის. 

ლევან დავითაშვილი მეექვსე წელია მინისტრთა კაბინეტის წევრია, იგი სოფლის მეურნეობის მინისტრის და ვიცე პრემიერის პოსტს იკავებს. 

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს რამდენიმე საათში გააკეთებს.