პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მთავარი საკითხი, რომელზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში 3 მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეთანხმება ლოზუნგს - ,,შინ, ევროპისკენ,’’ თუმცა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს.
,,ეს ორად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, მათ თავისი მიზნები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ, მათ გაახმოვანეს სწორი მესიჯი - „შინ, ევროპისკენ“. ამ მესიჯის ქვეშ, ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, მიშა სააკაშვილის გეგმებს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან 10% არ უჭერდა მხარს და ეს უნდა გავმიჯნოთ,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.