ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის სახელს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებენ.
„მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის, ლოკალურ არჩევნებში გასამარჯვებლად. ამ აქციის ნახვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დაცვის აქტივიზმი კი არ დარჩენილა ადამიანის გონებაში, არამედ სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფის, რომელიც ერთმანეთს წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა. მოვუწოდებდი, ეს კრიტიკა სწრაფად დამთავრდეს და მხარეები უფრო აქტიურ კრიტიკაზე გადავიდნენ, რათა დროზე მოგვარდეს „ნაცმოძრაობის“ შიდა საქმეები და მთელი ენერგია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე ან სხვა კარგ საქმეზე დაიხარჯოს.
ცხელი შემოდგომის სცენარი ხომ გახსოვთ, როგორ მიდიოდა. ოპოზიციის ისეთი ტიპის აქტივიზმია, რომელსაც ნებისმიერი, უკვე გაცხელებული პროტესტის გაცივება შეუძლია. ამიტომ მეტი სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი და იმისკენ, რომ ხალხს აცალონ პროტესტის გამოხატვა და საკუთარი პროტესტით ხალხის პროტესტს ნუ ჩაახშობენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.