1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დიახ, საქართველოს თავისი ისტორიით წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელსაც საკმაოდ მრავალმხრივი და დიდი გამოცდილება გააჩნია. სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ვაი ქართველი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება „მსოფლიოს მამებს“, სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც ამ გამოცდილების გათვალისწინების მაგივრად, თავიანთ ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იდეოლოგიებისა თუ მიმართულებების ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილას.
როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, გაცილებით ძლიერი და ულმობელი ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოწინააღმდეგემაც უნდა გაიგოს, ამ ბრძოლის ასე ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება.
მისივე თქმით, საუკუნეების მანძილზე იმისთვის არ გვიომია, რომ ვიღაცის, (ვინც გინდა იყოს), ჭკუაზე ვიაროთ, მით უმეტეს როცა ეს ჭკუა ჩვენთვის მისაღები არ გახლავთ და უფრო მეტიც ღირსების მაგივრად უღირსობას მატებს ადამიანს.
„ძნელია არ დაეთანხმო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში მოყვანილ აზრებს, ჩემში კი პირადად განსაკუთრებული ინტერს სწორედ ეს წინადადება იწვევს „საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.“ დიახ, საქართველოს თავისი ისტორიით წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელსაც საკმაოდ მრავალმხრივი და დიდი გამოცდილება გააჩნია. სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ვაი ქართველი არ ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება „მსოფლიოს მამებს“, სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, როდესაც ამ გამოცდილების გათვალისწინების მაგივრად, თავიანთ ერთმნიშვნელოვნად აღიარებული იდეოლოგიებისა თუ მიმართულებების ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ. ეს გახლავთ მათი შეცდომა, უმჯობესი იქნებოდა ჩვენ ისტორია, კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი შეესწავლათ და ამის შემდეგ დაეწყოთ ჩვენთან მუშაობა, აღარაფერს ვამბობ ჩვენი ტრადიციულ რელიგიებისადმი დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ღირსეული დამოკიდებულებას, ამის იგნორირებას რომ არ ვხედავდეთ ეს საკითხი არც წამოიჭრებოდა. ძალიან გახშირდა ჩვენს სუვერენიტეტში ჩარევის უხეში მცდელობები, ხან სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელყოფენ, ხანაც პირდაპირ მოგვიწოდებენ იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. აქაც შეცდომას უშვებენ, ჩვენში იმდენადაა გამჯდარი დამოუკიდებლობის განცდა, რაც საუკუნეების განმავლობაში სწორედ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისკენ ბრძოლამ გამობრძმედა, რომ ასე ადვილად ამას არ და ვერ შევეგუებით. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კი მცირე, არაპოპულარულ და ავტორიტეტის არმქონე ჯგუფებზე დაყრდნობა, კი მათ შეცდომას უფრო აღრმავებს.
აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზაზა შათირიშვილს, რომ ჩვენს მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს არამარტო პასუხისმგებლობაა, არამედ ერთგვარი ვალიცა, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ქვეყნის, ისტორიის, კულტურისა და მართლმადიდებლობის წინაშე. საუკუნეების მანძილზე იმისთვის არ გვიომია, რომ ვიღაცის (ვინც გინდა იყოს!), ჭკუაზე ვიაროთ, მით უმეტეს როცა ეს ჭკუა ჩვენთვის მისაღები არ გახლავთ და უფრო მეტიც ღირსების მაგივრად უღირსობას მატებს ადამიანს. ყველამ უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ ჩვენი, დიახ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, გაცილებით ძლიერი და ულმობელი ვიდრე ხმლით, ზარბაზნებით თუ ტანკებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოწინააღმდეგემაც უნდა გაიგოს ამ ბრძოლის ასე ადვილად მოგება შეუძლებელი იქნება. შეიძლება დავიხოცოთ, მაგრამ ღირსებას და სამშობლოს ასე ადვილად არ დავთმობთ. ქართული სიტყვებია მტერ-მოყვარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მტერიც ვიცით და მოყვარეც, საჭირო დროს ორივეს ღირსეულად ვხვდებით ხოლმე, რაც მართლაც თითოეული ჩვენგანის ვალია“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.