რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გერმანელ კოლეგას, ბრანდენბურგის ლანდტაგის წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობას, ეკონომიკასა და ევროინტეგრაციას.
ქართული მხარის შეფასებით, შეხვედრაზე შტეფენ კუბიცკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ სტაბილურობასა და მშვიდობაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. აუდიენციის დროს გამოითქვა სურვილი რეგიონებს შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
"მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს და ეროვნული ამოცანების დაძლევისთვის გვაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც თავისთავად ცხადია, არავისთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ რაიმე სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს.
სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები ევროკავშირიდან ბოლო პერიოდში არის მრავალი. ასევე, ბატონი შტეფანი ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობის როლს ჩვენს ქვეყანაში და ბოლო წლების განმავლობაში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.