66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
„მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას შეუძლია უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 58-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.
საკუთარ გამოსვლაში, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) და აქტიური ჩართულობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან.
„სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლება დემოკრატიული მმართველობის არსებითი ელემენტია. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად: საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩევლები, 60 ზე მეტ ქვეყანაში მივიდნენ. გასული წლის 26 ოქტომბერს, უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ აკეთებდა თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს საქართველოს 2 მილიონი მოქალაქე. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდებასპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ.
ძვირფასო კოლეგებო, მჯერა, რომ მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას შეუძლია უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ნება მომეცით მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო: 2012 წლიდან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა: 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3045 საჩივარი და 2024 წლის ივლისის მდგომარეობით - 175 საჩივარი მნიშვნელოვან შედეგის დასტურს წარმოადგენს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ შეიქმნა პოზიტიური რეპუტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. 104 საქმიდან 86 დაიხურა 2013 წლიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ, სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებისა და სოციალური ექსკლუზიის შემცირების თვალსაზრისით, გადაუდებელი სოციალური პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას და თავის როლს ასრულებს ქალებისა და გოგონების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებათა ხელშეწყობის კუთხით, ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო ახალი ინიციატივა შესწავლილ იქნას ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) ფაკულტატიური ოქმის შემუშავები სშესაძლებლობა უფასო განათლების უფლების გაძლიერების მიზნით.
საქართველო შესაბამისი სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობით გამოხატავს მხარდაჭერას. დასასრულს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) და აქტიური ჩართულობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.