,,სამწუხაროდ, ამას ყველა გავიგებთ...” - რა იწინასწარმეტყველეს ქეთი ეგიდუნაშვილზე
1750682016
გიორგი გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინეტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანი მოჰქონდა.
„მე უფრო კომპლექსურად მინდა, დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა. როდესაც მან რაღაც პროვოკაცია გაახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის, პანკისის შემთხვევა. უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. ასეთი მიამიტი არ ვარ და მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების, დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, რათა ქვეყნის ინეტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“.
ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის რა, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. მართული არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითისგან“ გაისმა ზარი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის ინტერესებს, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.