66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება," - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ომის თავიდან არიდება, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. სამწუხაროა და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას," - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის სამი წლისთავზე, ვაშინგტონი მოუწოდებს კიევს, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო. რეზოლუციის პროექტს შეუერთდა ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.
The Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინ დაიწყო ომი, დოკუმენტში არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დამთავრებაზე.
უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.