„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია რეზოლუციას, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ინჯია აღნიშნავს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალურ ფაქტებს აცდენილი დოკუმენტი, რომელიც აგებულია ცალმხრივ შეფასებებსა და დეზინფორმაციაზე.
„საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალურ ფაქტებს აცდენილი დოკუმენტი, რომელიც აგებულია ცალმხრივ შეფასებებსა და დეზინფორმაციაზე.
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას.
განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქართველოს მიმართ მსგავსი შინაარსის პოლიტიკური გზავნილები ეფუძნება იმ ნარატივებს, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის მცდარ წარმოდგენას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი, რაც განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მონაწილეობს პროცესში, რომელიც პირდაპირ აზიანებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკური გზავნილების გაძლიერებას, ეს ბუნებრივად იწვევს მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს. ქვეყნის ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით საერთაშორისო პლატფორმებზე, თითოეული პოლიტიკური ფიგურის პასუხისმგებლობაა.
საქართველოს ეროვნული ინტერესები უნდა იდგეს ნებისმიერ პოლიტიკურ განსხვავებაზე მაღლა, ხოლო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში მონაწილეობა ვერ იქნება შეფასებული როგორც სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული ქმედება“, - წერს ილია ინჯია.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია - „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება“ მიიღო.