ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
"როცა გეუბნებიან, რომ რამეს დაგისუბსიდირებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფულიდან, რომელიც უკვე წაგართვეს და მთავრობას ჯიბეში უდევს, რაღაც ნაწილს დაგიბრუნებენ, რასაც ელექტროენერგიისთვის მოიხმართ", - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.
"ამას მოჰყვება ისეთი შედეგები, როგორიც გვაქვს სვანეთში, როცა მაინერია მიერთებული ელექტროენერგიაზე და ველოდებით, როდის ჩახსნის ეს ხალხი თვითონ ამას, ან მთავრობას ვთხოვთ დახმარებას, რომ ადამიანების გამოსწორებაზე იზრუნონ. მსგავსი სუბსიდიები არასწორი სტიმულია ზოგადად. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის, ქვეყნის განვითარებაზე და როცა ადამიანებს ფული ექნებათ, არ დასჭირდებათ სახელმწიფოსგან სუბსიდირება, მთავარია ხელი არ შევუშალოთ განვითარებაში, რასაც მთავრობა აკეთებს",- განაცხადა ხვიჩიამ.