1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალურ ქსელში სამგორის რაიონის გამგებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც კახა სამხარაძემ, გუშინ გამართული აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, დედაქალაქის მერი აფასებს.
კახა კალაძე ამბობს, რომ მსგავსი ფორმა მისთვის მიუღებელია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.
„მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე. შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიხართ თქვენი სტატუსებით, არ მომწონს, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ სოციალურ ქსელში, თავიანთ მედიაში პირად შეურაცხყოფაზე და ბილწსიტყვაობაზე გადმოდიან, არ მომწონს და მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კვიტაიშვილი კახა სამხარაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვს.
„კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობამ, საჯაროდ დაგმონ სამხარაძისა და კედელაშვილის განცხადებები და გაემიჯნონ მათ. ასევე, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ორივე მაღალჩინოსანმა მოქალაქეების მიმართ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
სამგორის რაიონის გამგებელმა გუშინ გამართული აქციის მონაწილეებს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სოციალურ ქსელში მიმართა.