„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან“ - ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნო

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა 4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას. ისინი ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას!

გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგავა!“, - ნათქვამია განცხადებაში.