მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"დღეს საქართველო გადადგამს კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს და გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

„იმედს გამოვთქვამთ და მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს განაცხადი მხარდაჭერილი იქნეს და უახლოეს პერიოდში საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.