1753353596
მოწინააღმდეგის განადგურება იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით, უნდა მოიგონო იარლიყი, რათა შემდგომ შენი არასწორი ქმედებები გაამართლო, ჩვენებიც, აქაური "დიფ სთეითის" აგენტურა ზუსტად ასე მოქმედებს - თენგიზ შარმანაშვილი

"მოწინააღმდეგის განადგურება როგორც პიროვნულად, ისე, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს, ან ერთი ჯგუფი მეორეს უპირისპირდება, იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით. ანუ, უნდა მოიგონო რაღაც იარლიყი, რომელსაც დაკიდებ, რათა შემდგომ შენი არასწორი და ძალისმიერი ქმედებები გაამართლო, ეს ნარატივი ყველგან ერთნაირია," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი "დიფ სთეითის" აგენტურა" იმავე პრინციპით მოქმედებს.
"ნებისმიერი ძალა, ხელისუფლება, რომელიც არ იქნება პირდაპირ მათზე დამოკიდებული და არ შეასრულებს უსიტყვოდ მათ დავალებას, მათთვის არის მიუღებელი.
მოწინააღმდეგის განადგურება, როგორც პიროვნულად, ისე, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს, ან ერთი ჯგუფი მეორეს უპირისპირდება, იწყება მისი იდეოლოგიური გაშავებით. ანუ, უნდა მოიგონო რაღაც იარლიყი, რომელსაც დაკიდებ, რათა შემდგომ შენი არასწორი და ძალისმიერი ქმედებები გაამართლო, ეს ნარატივი ყველგან ერთნაირია.
ჩვენებიც - აქაური "დიფ სთეითის" აგენტურა ზუსტად ასე მოქმედებს. უკვე სასაცილო დონემდე მივიდა, რადგან ყველაფერს რუსულს არქმევენ. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო დაკავებული და იმან თქვა, რუსული კონსერვი მაჭამეს საპატიმრო ადგილში, კარი რუსულად დახურეს, რუსულად დამიყვირეს... არა, ქართულ ენაზეო, მაგრამ რუსულად დამიყვირესო - ეს სასაცილო დონემდე მივიდა", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.