1735285236
მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს! - ზურაბ ქადაგიძე
ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.
ქადაგიძის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან, აქედან გამომდინარე, რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
„ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს.
შესაბამისად - მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან.
აქედან გამომდინარე, რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს და 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რამდენ პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება” რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.