ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
"სიონისტურმა რეჟიმმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. არასწორად იმოქმედა, რაც, ღვთის ნებით, მას განადგურებამდე მიიყვანს," - ეს განცხადება ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააკეთა.
მისივე თქმით, ომის პროვოცირება სწორედ ისრაელმა გამოიწვია და ამისთვის ის პასუხს აგებს.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, მათ ზურგს ქვეყნის ოფიციალური პირები და მთელი საზოგადოება უმაგრებს. სიონისტური რეჟიმისთვის მწარე ცხოვრება გარანტირებულია. არ უნდა იფიქრონ, რომ დაგვარტყეს და ამით დასრულდა. არა! მათ დაიწყეს ეს და გამოიწვიეს ომის პროვოცირება. არ დავუშვებთ, რომ უვნებლად დააღწიონ თავი ამ საშინელ დანაშაულს," - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.