„მომეჩვენა, რომ აქ იყო რაღაც პროცენტი სიმულაციის...“ - რეზო მიშველაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში სააკაშვილზე ისაუბრა

ხუზმიკა

დღეს ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ტელეწამყვანის კითხვებს მწერალმა რეზო მიშველაძემ უპასუხა.

მიშველაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. 

„ყოველგვარ პირობებს უქმნიან და მკურნალობენ სააკაშვილს, რომელ პატიმარს აძლევენ ამ ფუფუნების უფლებას. მე მომეჩვენა, რომ აქ იყო რაღაც პროცენტი სიმულაციისა, მაგრამ სააკაშვილი რომ კარგად არ არის ფაქტია. ექსცენტრული ხასიათი, ცოტა ნევროზული მდგომარეობა ადრეც ეტყობოდა მას " - განაცხადა რეზო მიშველაძემ გადაცემაში " თავისუფალი სივრცე“,

მან გაიხსენა მესამე პრეზიდენტის დროს რეპრესიებს შეწირული ადამიანები, თუმცა ამავე დროს მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადაუვადოს სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადა.

„გამოიჩინოს სულგრძელობა საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს პრეზიდენტმა და სასამართლომ, და თუ არის დამტკიცებული მძიმე ავადობა, გადაუვადოს მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა, ოღონდ თვალი ადევნოს მის მკურნალობას საზღვარგარეთ და როცა გამოჯანმრთელდება, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს, დააბრუნოს საქართველოში პატიმრობის ვადის გასაგრძელებლად.

მაგრამ ისე არა როგორც სააკაშვილს და მის მეგობრებს აქვთ ჩაფიქრებული, ყავარჯნებით გავა ციხიდან და მერე იქიდან იტყვის, აი ხომ მოგატყუეთო, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ“ - განაცხადა გადაცემაში რეზო მიშველაძემ.