დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ქალბატონო მაია, სულ არ შეცვლილხართ, 2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, მეგონა აქამდე გადაფასებას შეძლებდით...“ - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ტელე წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრს, მაია ნადირაძეს, რომელმა ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან სიცრუის კასკადს ჟურნალისტი, რეაგირების გარეშე არ უნდა ისმენდეს.
მანამდე კი ვახო ხუზმიაშვილმა სტუმარს კითხვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დაუსვა.
„არ მაინტერესებს პარტიაში ვინ რა განცხადებებს აკეთებს, როგორ არიან დაქსაქსულები, ვინ რა იდეას ერთგულებს, მხოლოდ ის მინდა, რომ არ ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტსაც ციხეში წამებით მოკლავენ და ე.წ. ხელისუფლება ამას ჩაიდენს. ხელისუფლება, რომელიც 24 საათი ივანიშვილის დაცვით არის დაკავებული და საკუთარი ტყუილებით თავს იმახინჯებს, საწყენია, რომ სიცრუის ასეთ კასკადს ისმენს ჟურნალისტი და არანაირი შეფერხება“ - განაცხადა ნადირაძემ. სტუმარმა გადაცემის პირველ ბლოკში არჩილ თალაკვაძის მიერ მიმდინარე მოვლენების შეფასებები იგულისხმა.
მაია ნადირაძის შენიშვნაზე ტელე წამყვანმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„თქვენგან როგორ უნდა მივიღო შენიშვნა, როცა წლების განმავლობაში გვარბევდნენ ჟურნალისტებს, თქვენ ხმას არ იღებდით. გგონიათ ლექტორი ხართ ჩემი? გისვამთ შეკითხვას და ლექციას მიკითხავთ, ვინ მოგცათ უფლება აქ მამეცადინოთ. გადახედეთ თქვენს განცხადებებს, როცა ტელეკომპანია „იბერიაში“ შემოვარდნენ, თქვით, რომ ეს კარგი იყო. საერთოდ არ შეიცვალეთ ქალბატონო მაია?“ - უპასუხა ვახო ხუზმიაშვილი გადაცემის სტუმარს.