ინფორმაცია პენსიის მიმღებთა საყურადღებოდ
1760596421
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მეორე და მესამე მოსმენით პლენარულ სესიაზე განიხილავენ.
სიახლის მიხედვით, სასჯელი, გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში, 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა. ცვლილებებს ოპოზიცია საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს.
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი დიდი მიტინგების პრევენციას ემსახურება მიზნად.
,,ცვლილებები არაფერ შუაშია მიმდინარე გადაკეტვებთან, იმიტომ, რომ რუსთაველი იკეტება პოლიციის მეშვეობით და არა იმიტომ, რომ იქ ბევრი ხალხი იკრიბება. ასეთი შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, არის მცდელობა, რომ დააშინონ ხალხი, რომ ეგონოთ - თუ აქციაზე გამოვა, დაგიჭერენ, დაგაჯარიმებენ და ა.შ.
ბევრი ადამიანი კანონებს არ წაიკითხავს, მათ არ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ გამოვიდნენ მიტინგზე. მომავალი დიდი მიტინგების პრევენციაა ეს კანონი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.