პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტია ევროპელი სოციალ-დემოკრატებისთვის და ითვალისწინებს, რომ მხარი უნდა დაუჭირონ სამივე სახელმწიფოს, რომელიც გამოთქვამს მზაობას და სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ცალკეა გამოყოფილი საქართველო.
მისივე თქმით, პარტნიორებთან ერთად გაკეთდება ყველაფერი, რომ გადაწყვეტილებები დადებითად აისახოს და საქართველო მყარად დადგეს გაწევრიანების გზაზე.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკეა გამოყოფილი საქართველოს თემატიკა ამ რეზოლუციაში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ პარტიებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ საერთო ევროპულ დონეზე, რომ ეს გადაწყვეტილებები დადებითად იქნეს მიღებული და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო მყარად დადგეს გაწევრიანების გზაზე. სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხედავს, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას მოიცავს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) რეზოლუცია: მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნას.