„მმართველ გუნდთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ წალენჯიხა განვითარდება“ - გუბაზ საჯაია

გუბაზ საჯაია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გუბაზ საჯაია „კურიერის“ ეთერში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით წალენჯიხა განვითარდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე გპასუხობთ, ადგილობრივი ოპოზიციური თვითმმართველობა დისტანცირდა ცენტრალური ხელისუფლებისგან რითაც იზარალა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა არის აუცილებელი. მმართველ გუნდთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ წალენჯიხა განვითარდება,“ - აცხადებს გუბაზ საჯაია.