ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ადამიანმა, რომელმაც შექმნა რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა, მათი გეგმის მიხედვით, უნდა მიიღოს სტატუსი, რომელსაც კლავენ და აწამებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გუშინ პარლამენტიდან გავიდა, დღეს ბოიკოტად გადააკეთა, თვითონაც არ იციან რას აკეთებენ. ჯერ ერთი, კომიკური ფიგურები აღმოცენდნენ „ნაცმოძრაობის“ და სამწუხაროდ ამ ქვეყნის რიგით მეორე პარტიის ხელმძღვანელობაში. წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ. თვითონ დაალაგეს სპეკულაციური კამპანია, შევიდნენ ჩიხში და თან რაღაცას აჩვენებენ თავის ბელადს, რომ აი, ჩვენ უბრალოდ არ ვჩერდებით და აწონებენ თავს. დავალების მიმცემებს და ბელადს. ეს არის და ეს და წარმოდგენა, რეალურად რას აკეთებენ, არც ერთს არ აქვს. კამპანია იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიის გადაწერის მცდელობა აქვთ. გაღმა შედავების, ვითომ ე.წ. პიარული ხრიკები, ოღონდ ამასაც ვერ ალაგებენ. ადამიანმა, რომელმაც შექმნა რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა, მათი გეგმის მიხედვით, უნდა მიიღოს სტატუსი, რომელსაც კლავენ და აწამებენ. თუ ვინმე კლავს და აწამებს, ერთადერთი ის ადამიანები არიან, რომლებიც არ აწვდიან შესაბამის საჭმელს და არ მოუწოდებენ, რომ ჭამოს. მკვლელი და მწამაბელი რეჟიმის შემქმნელს ჩვენ ვეხვეწებით აქედან, რომ საჭმელი ჭამოს. აი, აქამდე მივედით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.