1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვრაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.
„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა თუ ვინ როგორ აღიქვამს რეალობას. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ მძევალს ტანკებით გადაუვლიან.
ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით.
საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. სააკაშვილიც მმართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, ეწევა თვითდაზიანებას.ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვრაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან შექმნან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება.“, - წერს ვოლსკი Facebook-ზე.