„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილი თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და „ვივამედიდან“ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმიანება.
„შემჩნეული მაქვს, როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილის მაშვრალი სხეული მაშინვე შეინძრევა, კალიგრაფიაც უსწორდება, „დემენციაც“ გაუვლის და თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს.
ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ლაზღანდარობა? მანამდე სადამდეც ფული ეყოფათ. ფული კი ბევრი აქვთ.“- წერს ანჯაფარიძე.