1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„სააკაშვილმა დიდი ხანია ექსპრეზიდენტად მოხსენიების უფლება დაკარგა, რადგან იმ სამ საუნჯეს, რომლებიც წინაპართაგან გვერგო, საჯაროდ გაემიჯნა. მამულს გაემიჯნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი გადააგდო; ენას, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ ქართულად არ ილაპარაკებდა და უკრაინელი თარჯიმანი მოითხოვა, სარწმუნოებას კი მაშინ, როდესაც თავისი „მოღვაწეობის“ გარიჟრაჟზე ეკლესიას ბულდოზერი მიაყენა,“ - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც დავით მაღრაძე აღნიშნავს, ვისთვისაც [სააკაშვილი] ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, მისთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის.
„უკრაინის ხელისუფლებას მწყობრი პოზიცია ვერ ექნება იმ ვითარების გამო, რომელშიც ახლა არიან. ქვეყანაში ომია, რაც მთლიანად ცვლის რეალობას. მახსოვს საქართველოზე მათი პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მადლიერებით აღსავსე განცხადებები, ასევე, კიევის მერის, კლიჩკოს სამადლობელი მიმართვაც. რაც შეეხება სააკაშვილს, მას თქვენ იხსენიებთ ექსპრეზიდენტად, მე კი უკრაინის მოქალაქეს ვუწოდებ, რომელმაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. მან დიდი ხანია ექსპრეზიდენტად მოხსენიების უფლება დაკარგა, რადგან იმ სამ საუნჯეს, რომლებიც წინაპართაგან გვერგო, საჯაროდ გაემიჯნა. მამულს გაემიჯნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი გადააგდო; ენას, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ ქართულად არ ილაპარაკებდა და უკრაინელი თარჯიმანი მოითხოვა, სარწმუნოებას კი მაშინ, როდესაც თავისი „მოღვაწეობის“ გარიჟრაჟზე ეკლესიას ბულდოზერი მიაყენა. ასე რომ, ვისთვისაც ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, ჩემთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის. ქართველ საზოგადოებას პატიმრობაგამოვლილი ლიდერების მეტი რა უნახავს. ჩვენც გვყავდა საბჭოთა გულაგებგამოვლილი, საპყრობილეებში ნატანჯი, მაგრამ კლდესავით მდგარი მერაბ კოსტავა, რომელსაც ღირსება წუთითაც არ დაუკარგავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო...“,- ამბობს დავით მაღრაძე.