მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

მაიკლ ო’ფლაერტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

“მივემგზავრები საქართველოში, რათა შევხვდე მთავრობას, შესაბამის უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი,” - წერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.