1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ენმ-ის თავმჯდომარე რუსთავის საკრებულოში, თავმჯდომარის ასარჩევად, ოპოზიციურ შეთანხმებას მიესალმება:
"მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. რუსთავში დღეს "ქართული ოცნება" დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცალაა!
რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ "ოცნების" შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!",- წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ "საქართველოსთვის" წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. პარტია "საქართველოსთვის" წევრს მხარი საკუთარი პარტიისა 2-მა და "ნაციონალური მოძრაობის" 16-მა წევრმა დაუჭირა.