მიშელის დოკუმენტს 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ის მნიშვნელობა და დატვირთვა, რაც ამ დოკუმენტს ჰქონდა, „ნაცმოძრაობამ“ სწორედ ამ საბოტაჟით ამოწურა - ოხანაშვილი

ქართული ოცნება

ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს, იმის მიუხედავად შემოუერთდება თუ არა პროცესს რადიკალური ოპოზიცია. ამის შესახებ პარლამენტს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ოხანაშვილმა შარლ მიშლის შეთანხმებაზეცისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ანულირებისმიზეზი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საბოტაჟი გახდა.

„მიშელის დოკუმენტს ხელს 100 დღის განმავლობაში არ აწერდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს საკითხიც გახადეს მანიპულაციების საგანი. შესაბამისად, ის მნიშვნელობა და დატვირთვა, რაც ამ დოკუმენტს ჰქონდა, რაზეც ჩვენ დავთანხმდით და ხელი მოვაწერეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ამ საბოტაჟით ამოწურა. ამიტომ, ჩვენ მოვახდინეთ ამ დოკუმენტის ანულირება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.