ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
„3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს, მინდა, ყველას ვუთხრა, ვისაც კარზე უკაკუნებენ და ატყუებენ, რომ ეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე.
3 ივლისს რაც არ უნდა გამოვიდნენ ხელმოცარული პოეტები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების ნომენკლატურა იყვნენ, ხელმოცარული მხატვრები, გაპოლიტიკოსებული შემოქმედი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და იყვირონ ან იმღერონ, რასაკვირველია, ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.