"ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ"- რას ამბობს თეა წულუკიანი ოხანაშვილისა და წერეთლის დაპირისპირებაზე

თეა წულუკიანი

"ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ", - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. 

"ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9 პროცენტში და  ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული.

ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ, დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას“, - აცხადებს წულუკიანი, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს. 

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.