მინდა, "რუსთავი 2-ს" მივულოცო 32 წლის იუბილე - კარგად მესმის, რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა, თუმცა ყველაფერს გისურვებთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა "რუსთავი 2-ს" 32 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატებში" სტუმრობისას გააკეთა.

"ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, "რუსთავი 2-ს" მივულოცო 32 წლის იუბილე. მინდა, წარმატებები გისურვოთ. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა, თუმცა ყველაფერს გისურვებთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები და საზოგადოებას მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რაც, დღეის მდგომარეობით, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევა," - აღნიშნა კახა კალაძემ.