მიმდინარეობს პროცესი, რაზეც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა უკრაინული სცენარი და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა - ხუნდაძე ჩანაწერებზე

ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარეობს პროცესი, რაზეც „ხალხის ძალა“ წინასწარ საუბრობდა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა უკრაინული სცენარი.

„მიმდინარეობს პროცესი, რაზეც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა უკრაინული სცენარი, „მაიდნის“ შექმნა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ჩვენ ვხედავთ ფარულ ჩანაწერებში იმას, რასაც ღიად ვუყურებთ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე - სანახაობრივი პერფორმანსების იქით იმალება რევოლუციური სცენარი და ხშირად არ ერიდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ძალადობას, პოლიციელების ქუჩაში ცოცხლად დაწვას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.